მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ილიაობა

12 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის მკვლელობიდან 111 წელი გავიდა. საგურამოში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ პარაკლისი გადაიხადა. ილია ჭავჭავაძე 1907 წლის 12 სექტემბერს წიწამურთან მოკლეს. საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 1987 წელს ილია ჭავჭავაძე წმინდანად შერაცხა და მას სახელად წმინდა ილია მართალი უწოდა.მისი ხსენების დღეს ეკლესია 2 აგვისტოს აღნიშნავს.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018