ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის მიუხედავად მცხეთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები შეუფერხებლად გრძელდება. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი კაპანაძემ და მცხეთა-თიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ ქალაქ მცხეთაში და მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულეს და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნენ. ამ ეტაპზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მასშტაბით გზების მოასფალტება 20-მდე დასახლებაში მიმდინარეობს, რომელთასარეაბილიტაციო-კეთილმოწყობის სამუშაოების მნიშვნელოვანი ნაწილი დასრულების ეტაპზეა. პროექტების ჯამური ღირებულება დაახლოებით 5 მილიონ ლარს შეადგენს. სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.