მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მცხეთის ბაღებში აღსაზრდელებისთვის სურსათის გაცემა დაიწყო

მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძის, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი კაპანაძის ინიციატივითა და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, მცხეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით, სურსათის კალათების გაცემა დღეს დილიდან, 9 საბავშვო ბაღში დაიწყო. პირველი ეტაპი მოიცავს ქალაქ მცხეთის ექვსივე საბავშვო ბაღს , ასევე სოფლებს: ნიჩბისი, ძეგვი, ლისი. ხოლო მეორე ეტაპზე, ორ აპრილს სასურსათო პაკეტები მუნიციპალიტეტის მაშტაბით არსებულ ყველა ბაღში დარიგდება.პროცესს ადგილზე მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე, ასევე გაერთიანების ხელმძღვანელი მაია თელია გაეცნო, მათ თანამშრომლებს და მოხალისეებს მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ პროცესი სპეციალისტების რეკომენდაციებისა და უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით მიმდინარეობს. ქვეყანაში კორონა ვირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო სააღმზრდელო პროცესი მცხეთის საბავშვო ბაღებში 2 მარტიდან შეჩერებულია. მერის გადაწყვეტილებით, პროდუქტი, რომელიც საბავშვო ბაღებში ბავშვთა კვებისთვის იყო გათვალისწინებული, აღსაზრდელების მშობლებს გადაეცათ.სურსათის გაცემა თვეში ერთხელ მოხდება და სააღმზრდელო პროცესის განახლებამდე გაგრძელდება. ,,მადლობა მინდა გადავუხადო მშობლებს და ბაღების დირექციას, რადგან დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, მიმდინარეობს ჩვენი აღსაზრდელებისთვის განკუთვნილი პროდუქტის გაცემა. ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის მიუხედავად, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და მაქსიმალურად ვცდილობთ შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ყურადღების მიღმა არ დაგვრჩეს ჩვენს მუნიციპალიტეტში მცხოვრები არცერთი მოქალაქე. მინდა კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ #დარჩითსახლში".- აღნიშნა გიორგი კაპანაძემ

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018