12 სექტემბერს, ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში, დიდი მწერლის და საზოგადო მოღვაწის გარდაცვალებიდან 111 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ილიას ეპოქაზე, შემოქმედებასა და მისი იდეების ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობაზე ისაუბრეს ცნობილმა პოეტებმა და საზოგადო მოღვაწეებმა, რომლებმაც საკუთარი შემოქმედებიდან ლექსები წაიკითხეს. შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა შალვა კერესელიძემ. მოწვეულ სტუმრებთან ერთად ღონისძიებას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე პრემია „საგურამოს“ ლაურიატების წარდგენა მოხდა . ასევე, მოეწყო წიგნების გამოფენა-გაყიდვა. საღამოს ანსამბლ "ქალილოს" მიერ შესრულებული ფოლკლორული მუსიკალური ნომრები ამშვენებდა.