1 აპრილიდან მცხეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება, ქვეყანაში კორონა ვირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, იწყებს აღსაზრდელების კვებისთვის განკუთვნილი სასურსათო პაკეტების ოჯახებისთვის გადაცემას. პროცესი გეგმის მიხედვით არის გაწერილი და პირველი ეტაპი მოიცავს ქალაქ მცხეთის ექვსივე საბავშვო ბაღს , ასევე სოფლებს: ნიჩბისი, ძეგვი, ლისი. ხოლო მეორე ეტაპზე, ორ აპრილს სასურსათო პაკეტები მუნიციპალიტეტის მაშტაბით არსებულ ყველა ბაღში დარიგდება.მცხეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი არზრდის დაწესებულებათა გაერთიანება, მთავრობის მიერ კორონავირუსთან დაკავშირებით უსაფრთხოებისთვის დადგენილ ყველა ძირითად წესს მკაცრად დაიცავს . სურსათის გაცემა დაიწყება პირველ აპრილს , დილის თერთმეტი საათიდან. საბავშვო ბაღების თანამშრომლები, გარკვეული დროის ინტერვალით, ერთ ჯერზე არა უმეტეს სამი მშობლისა, ჯგუფების მიხედვით მოემსახურებიან, ხოლო გარე პერიმეტრს მოხალისეები გააკონტროლებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით კონკრეტულ დეტალებზე თითოეულ მშობელს, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ადმინისტრაციის წარმომადგენელი დაუკავშირდება.