მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


სურსათის პაკეტების გადაცემა მცხეთის მუნიციპალიტეტის ყველა ბაღში.

დღეს, 2 აპრილს მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძის, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი კაპანაძის ინიციატივითა და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, მცხეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით, სურსათის კალათები მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ყველა საბავშვო ბაღში, სულ 25 საბავშვო ბაღი, 2046 აღსაზრდელს გადაეცათ. .პროცესს ადგილზე მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე, ასევე გაერთიანების ხელმძღვანელი მაია თელია გაეცნო, მათ თანამშრომლებს და მოხალისეებს მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ პროცესი სპეციალისტების რეკომენდაციებისა და უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით მიმდინარეობს. ქვეყანაში კორონა ვირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო სააღმზრდელო პროცესი მცხეთის საბავშვო ბაღებში 2 მარტიდან შეჩერებულია. მერის გადაწყვეტილებით, პროდუქტი, რომელიც საბავშვო ბაღებში ბავშვთა კვებისთვის იყო გათვალისწინებული, აღსაზრდელების მშობლებს გადაეცათ.სურსათის გაცემა თვეში ერთხელ მოხდება და სააღმზრდელო პროცესის განახლებამდე გაგრძელდება.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018