ჩვენს ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, ვინაიდან და რადგანაც არ ვიცით რამდენ ხანს გაგრძელდება გლობალური პანდემია, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ასევე მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ყველა ა(ა)იპ-ის და შ.პ.ს.-ს მიერ მიღებული იქნა ერთობლივი გადაწყვეტილება; თანამდებობრივი სარგოდან 10 % გადაირიცხოს კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნილ სოლიდარობის ფონდში.მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი კაპანაძის განცხადება:- „ ჩვენ ვითვალისწინებთ რა ქვეყანაში არსებულ სიტუაციას, რადგან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე დარჩა შემოსავლის გარეშე, მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომლები, ასევე მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ა(ა)იპ-ის და შ.პ.ს.-ს ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები, მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში და მათი სპეციალისტები, თითოეული საჯარო მოხელეს კეთილი ნება და სოლიდარობა ასე გამოვხატოთ და კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნილ ფონდში ხელფასის 10 % გადავრიცხოთ. გვინდა საზოგადოებას დავანახოთ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი პასუხისმგებლობა თითოეული მოქალაქის წინაშე. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს მოხუცებზე, ბავშვებზე და რა თქმა უნდა, ერთმანეთზე! "