მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ყურადღება ❗️❗️❗️

✅კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის შალვა კერესელიძის, მცხეთის მაჟირიტარი-დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივითა და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, 5 აპრილიდან მცხეთა-მთიანეთის მხარის ადმინისტრაციულ ცენტრში - ქალაქ მცხეთაში სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყება.✅სადეზინფექციო სამუშაო მოიცავს ქუჩებისა და ტროტუარების მორეცხვას,არსებული საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოების,სკვერებს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებისა და საბავშვო მოედნების დეზინფექციას.✅სადეზინფექციოდ გამოყენებული საშუალებები დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ არის რეკომენდირებული და მოსახლეობისთვის სრულიად უსაფრთხოა.
✅გთხოვთ გაითვალისწინოთ კორონავირუსთან დაკავშირებით გავრცელებული რეკომენდაციები და რაც მთავარია დარჩით სახლში.
✅მსგავსი ტიპის ღონისძიებები მუნიციპალიტეტში პერმანენტულად, გეგმის მიხედვით განხორციელდება.
✅კორონავირუსის თავიდან აცილების მიზნით ჩატარებული ღონისძიებები უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ტარდება და ვირუსის გავრცელების რისკის მინიმუმამდე დაყვანას ისახავს მიზნად.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018