მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მცხეთაში სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო.

✅ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის შალვა კერესელიძის, მცხეთის მაჟირიტარი-დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივითა და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ქალაქ მცხეთაში სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო.✅ 5 აპრილს,მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე, ქალაქ მცხეთაში სადეზინფექციო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელთან მცხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ილია ჯიშკარიანთან ერთად.✅სადეზინფექციო სამუშაო მოიცავს ქუჩებისა და ტროტუარების მორეცხვას,არსებული საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოების,სკვერებს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებისა და საბავშვო მოედნების დეზინფექციას.

✅სადეზინფექციოდ გამოყენებული საშუალებები დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ არის რეკომენდირებული და მოსახლეობისთვის სრულიად უსაფრთხოა.

✅გთხოვთ გაითვალისწინოთ კორონავირუსთან დაკავშირებით გავრცელებული რეკომენდაციები და რაც მთავარია დარჩით სახლში.

✅მსგავსი ტიპის ღონისძიებები მუნიციპალიტეტში პერმანენტულად, გეგმის მიხედვით განხორციელდება.

✅კორონავირუსის თავიდან აცილების მიზნით ჩატარებული ღონისძიებები უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ტარდება და ვირუსის გავრცელების რისკის მინიმუმამდე დაყვანას ისახავს მიზნად.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018