მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


10 აპრილიდან მცხეთის მოსახლეობას საკვები პროდუქტები დაურიგდება

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი კაპანაძის განცხადება მოგახსენებთ, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით, როგორც მსოფლიოში ასევე საქართველოშიც გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა და საყოველთაო კარანტინი. ცენტრალური ხელისუფლება, პრემიერ მინისტრის მეთაურობით, მმართველი პარტიისა და სახელოვანი მედიკოსების უდიდესი მხარდაჭერით, იღებს სწორ, სწრაფ და ადეკვატურ გადაწყვეტილებებს რათა ღირსეულად გავუმკლავდეთ ამ მძიმე გამოწვევებს და დავიცვათ თითოეული ჩვენი მოქალაქის სანუკვარი სიცოცხლე.მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო, უდიდესი პასუხისმგებლობით ვეკიდებით ქვეყანაში შექმნილ ამ მძიმე მდგომარეობას და რა თქმა უნდა შევეცდებით მაქსიმუმი გავაკეთოთ ჩვენი რაიონისა და მოსახლეობის სასიკეთოდ. მცხეთის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ფუნქციონირებს 25 საბავშვო ბაგა-ბაღი, სადაც ირიცხება 2046 აღსაზრდელი. როგორც უკვე გავრცელდა სოციალური ქსელის მეშვეობით, ყველა ბავშვისთვის, განურჩევლად ოჯახის სოციალური მდგომარეობისა, დარიგდა 1 თვის კუთვნილი საკვები პროდუქტის პაკეტები. ქალაქ მცხეთაში მიმდინარეობს და დასრულების ფაზაშია ქუჩების, ჩიხების, ბორდიურების, ღობეების, საცხოვრებელ კორპუსებში სადარბაზოებისა და სკვერების დეზინფიცირება. ამგვარი ქმედებები გაგრძელდება პერიოდულად საჭიროებისამებრ.10 აპრილიდან მცხეთის მუნიციპალიტეტში იგეგმება მოსახლეობისთვის საკვები პროდუქტებით დახმარება. პაკეტები გადაეცემათ პირებს სხვადასხვა სიციალური მიმართულებით და რაც ყველაზე აღსაღნიშნავია სოციალურად დაუცველებში არ იგულისხმებიან მხოლოდ 100000 ქულის ქვემოთ მყოფი პირები, არამედ გავითვალისწინეთ 150000 ქულის ქვემოთ მყოფი მოსახლეობაც. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რომელიც იქნა მიღებული ერთობლივად და გუნდურად ხალხის სასიკეთოდ, მხარი დაუჭირეს და გვერდში დგომა გამოთქვეს მცხეთის რაიონში არსებულმა სხვადასხვა საწარმოებმა და კომპანიებმა : ზედაზენი, კოკა-კოლა, ლიდერფუდი, ნატახტარი და ელგუჯა ნოზაძის მეფრინველეობის ფაბრიკა. რისთვისაც უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო მათ.
აქვე მინდა მოგახსენოთ, რომ ქალაქ მცხეთაში და მუნიციპალიტეტის თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში, მერის წარმომადგენლების, დეპუტატებისა და მოქალაქეების მიერ შექმნილია მოხალისეთა ჯგუფები, რომელთა მიზანიც გახლავთ მოსახლეობისთვის დახმარების გაწევა. სწორედ მათი დახმარებით მოხდება ამ პროდუქტების დარიგებაც.
მცხეთის მუნიციპალიტეტის სახელით კიდევ ერთხელ მოვუწოდებ და თხოვნით მივმართავ პატივცემულ საზოგადოებას გაითვალისწინეთ მთავრობის რეკომენდაციები, დარჩით სახლში, რათა გავუფრთხილდეთ ერთმანეთის სიცოცხლეს!

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018