მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


სასურსათო პაკეტი 5000-ზე მეტ ბენეფიციარს.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის პერიოდში, მცხეთის მაჟორიტარ-დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი კაპანაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ბაქრაძემ ერთობლივად შეიმუშავეს გეგმა, რომელიც ადამიანთა მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერას ისახავდა მიზნად. ადგილობრივი ხელისუფლების პირველმა პირებმა უპრეცენდენტო გეგმის შემუშავება და განხორციელება შეძლეს. პროექტი მოიცავდა 5000-ზე მეტ ბენეფიციარისათვის საკვები პროდუქტის გადაცემას.

სოციალურად შეჭირვებული მოქალაქეებისთვის, ხანდაზმულებისთვის და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის საკვები პროდუქტების გადაცემა 10 აპრილიდან დაიწყო და პერმანენტულად მთელს მუნიციპალიტეტში გაგრძელდებაა. ჯამში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სასურსათო პაკეტს 5000-ზე მეტი ბენეფიციარი მიიღებს. სოციალურ აქტივობას მცხეთის მაჟორიტარი-დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე და საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძე შეუერთდნენ და ბენეფიციარებს სასურსათო პროდუქტები სახლში მიუტანეს.
პროდუქციის მიღება დახარისხების პროცესში აგრეთვე მონაწილეობას ღებულობდნენ მერის მოადგილეები: გივი გიუტაშვილი, მარინა ზურაბიშვილი, ოთარი ჩხეიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ფოლოდაშვილი, მერიის სოციალური სამსახურის უფროსი ნინო ჭიჭინაძე, მერიის სოციალური განყოფილების უფროსი რაული ხუბაშვილი, მერის წარმომადგენელი მცხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ილია ჯიშკარიანი,მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში, საკრებულოს დეპუტატები, მერიის თანამშრომლები და მოხალისეები.
"ეპიდემიამ მძიმე დარტყმის ქვეშ დააყენა,როგორც ქვეყნის ეკონომიკა ისე ოჯახების სოციალური მდგომარეობა და თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობა.ასეთ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შეჭირვებული ოჯახების მხარდაჭერა. აქცია რომელიც ადგილობრივმა ხელისუფლებამ დააორგანიზა ,საკუთარი მოსახლეობისადმი მუდმივ მხარდაჭერაზე მეტყველებს.ჩვენ ამ პრობლემას ერთად დავძლევთ და ძალიან მალე ნორმალური ცხოვრების რიტმს დავუბრუნდებით. მკაცრად დავიცვათ წესები,შევასრულოთ რეკომენდაციები და ყველასათვის სასურველი შედეგი აუცილებლად დადგება." - განაცხადა თავის მიმართვაში ბატონმა დიმიტრი ხუნდაძემ

"მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო, უდიდესი პასუხისმგებლობით ვეკიდებით ქვეყანაში შექმნილ მძიმე მდგომარეობას, მოვახერხეთ მაშტაბური სოციალური აქცია გაგვემართა, რაც მიზნად ისახავს სურსათის პაკეტების გადაეცემას სხვადასხვა სიციალური ფენისათვის. მინდა აღვნიშნო ის ფაქტი,რომ სოციალურად დაუცველებში არ იგულისხმებიან მხოლოდ 100000 ქულის ქვემოთ მყოფი პირები, არამედ გავითვალისწინეთ 150000 ქულის ქვემოთ მყოფი მოსახლეობაც. ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რომელიც იქნა მიღებული ერთობლივად და გუნდურად ხალხის სასიკეთოდ, მხარი დაუჭირეს და გვერდში დგომა გამოთქვეს მცხეთის რაიონში არსებულმა სხვადასხვა საწარმოებმა და კომპანიებმა : ზედაზენი, კოკა-კოლა, ლიდერფუდი, ნატახტარი და ელგუჯა ნოზაძის მეფრინველეობის ფაბრიკა. რისთვისაც უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო მათ.
აქვე მინდა ავღნიშნო , რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია მუდმივად ზრუნავს თავის მოქალაქეებზე, ჩვენ გავითვალისწინეთ თითოეული ადამიანის მდგომარეობა, ზემოთ ხსენებულ 2 კატეგორიას დავამატეთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, რომელიც ვერ მოხვდნენ ბენეფიციარების სიაში და ხვალიდან 14 აპრილიდან უკვე მათთვის დაიწყება სურსათის მარაგის დარიგება. მცხეთის მუნიციპალიტეტის სახელით კიდევ ერთხელ მოვუწოდებ და თხოვნით მივმართავ პატივცემულ საზოგადოებას გაითვალისწინეთ მთავრობის რეკომენდაციები, დარჩით სახლში, რათა გავუფრთხილდეთ ერთმანეთის სიცოცხლეს!“ - აღნიშნა გიორგი კაპანაძემ თავის განცხადებაში

ფოტოები ვრცლად


© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018