მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

დღეს, 17 სექტემბერს, მცხეთის მუნიციპალიტეტის სკოლებისა და სკოლამდელ დაწესებულებებისთვის, ისევე, როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, სასწავლო პროცესი დაიწყო. მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე

 მცხეთის მეორე საჯარო სკოლას ესტუმრნენ, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს 2018 – 2019 სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. სასწავლო წელთან დაკავშირებით სკოლებში გაიმართა ღონისძიებები, სადაც სკოლის პირველკლასელებთან ერთად სხვა მოსწავლეებმაც მიიღეს მონაწილეობა.

    


© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018