მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და ორგანიზებით და გაეროს განვითარების ფონდის მხარდაჭერით(UNDP IN GEORGIA), მცხეთაში აქცია პერფორმანსი გაიმართა „დაიცავი დისტანცია“ , გამაფრთხილებელი ნიშანი და საინფორმაციო ბროშურები საჯარო დაწესებულებებს, ბანკებს, სავაჭრო ობიექტებს, აფთიაქებსა და საავადმყოფოებს დაურიგდათ.აქციაში მონაწილეობა მიიღო მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი კაპანაძემ, მოადგილემ მარინა ზურბიშვილმა, მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა და მოხალისეებმა.
კორონავირუსის თავიდან აცილების მიზნით ჩატარებული ღონისძიებები უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ტარდება და ვირუსის გავრცელების რისკის მინიმუმამდე დაყვანას ისახავს მიზნად
გთხოვთ გაითვალისწინოთ კორონავირუსთან დაკავშირებით გავრცელებული რეკომენდაციები და რაც მთავარია დარჩით სახლში.
დაიცავი დისტანცია, საკუთარი თავი და სხვები კორონავირუსის ინფიცირებისგან !