ჩვენს ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით, პარტია „ ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო“ -ს აქტიური მხარდაჭერითა და ორგანიზებით, მცხეთის მუნიციპალიტეტში გაიმართა აქცია „გაიღე სისხლი - გადაარჩინე სიცოცხლე“. აქციაში მონაწილეობა მიიღეს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებმა, საკრებულოს დეპუტატებმა,მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლებმა ადმინისტრაციულ ერთეულებში, , მცხეთის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მყოფი ა(ა)იპ-ების თანამშრომლებმა, "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა და მოხალისეებმა.მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი კაპანაძემ მადლობა გადაუხადა თითოეული აქციის „გაიღე სისხლი - გადაარჩინე სიცოცხლე“ მონაწილეს, რადგან დღევანდელი საგანგებო სიტუაციის პირობებში მათ შეძლეს ორგანიზებულად, უწყებათაშორისი საბჭოს მიერ დადგენილი ყველა წესის დაცვით სისხლის გაღება. მერმა მოქალაქეებსაც მოუწოდა მონაწილეობა მიიღონ მსგავსი ტიპის აქციაში, გაიღონ სისხლი რადგან ჩვენს ქვეყანას და თანამოქალაქეებს ახლა ყველაზე მეტად ჭირდებათ თანადგომა. აქციაში მონაწილეობა 50-მა ადამიანმა მიიღო, მსგავსი ტიპის აქტივობა საჭიოროებისამებრ განმეორდება.