მცხეთის მაჟორიტარ-დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივით, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის შალვა კერესელიძის თანადგომით, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი კაპანაძისა და საკრებულოს თავმჯდომარის გელა ბაქრაძის ორგანიზებით , ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მცხეთის უფასო სასადილოს ბენეფიციარებსა და ძეგვის დედათა და ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრის ბინადრებს მიულოცეს და სააღდგომო ნობათი გადასეცეს. ბენეფიციარებს აღდგომის მისალოცად, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ქალბატონი მარინა ზურაბიშვილი, მერიის თანამშრომლებთან და მოხალისეებთან ერთად ესტუმრა. ფოტოები ვრცლად