მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მალე! საინფორმაციო ქოლ-ცენტრი გაიხსნება.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, ქვეყანაში კორონავირუსის პრევენციის მიზნით, მცხეთა - მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის შალვა კერესელიძის ინიციატივით, მალე, მცხეთა-მთიანეთის მთელს რეგიონში ამოქმედდება საინფორმაციო ცენტრები, ეგრედწოდებული ქოლ-ცენტრი. საინფორმაციო სატელეფონო მომსახურების ცენტრისათვის შერჩეულ თანამშრომლებს მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებულის მოადგილეები: მანანა ნარიმანიძე და გოჩა ქავთარაძე ოპერატორთა გადამზადების მიზნით შეხვდნენ. რეგიონში საინფორმაციო ქოლ-ცენტრის მუშაობა ხელს შეუწყობს მოსახლეობას ნებისმიერი ინფორმაციის, ოპერატიულად და დისტანციურად მიღებაში. პრაქტიკაში გამოკვეთილი გამოწვევების სრულყოფის მიზნით, შეიქმნა სპეციალური პროგრამა, ტრენინგის ფარგლებში თანამშრომლები პროფესიულ დონეს აიმაღლებენ ეფექტური კომუნიკაციის წარმოების, შესაბამის ბაზებში მუშაობის, მოქალაქეთა საჭიროებების სწორ იდენტიფიცირების და საჭირო სხვა მიმართულებებით.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018