29 აპრილს, მცხეთის მუნიციპალიტეტში დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მცხეთა-მთიანეთის მხარეში შემავალი მუნიციპალიტეტების ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებთან შეხვედრა გაიმართა , სადაც ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები მომსახურების სექტორისთვის (ბანკები, აფთიაქები და სავაჭრო ობიექტები) გაიცა.შეხვედრას ესწრებოდნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე, მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებულის მოადგილეები მანანა ნარიმანიძე და გოჩა ქავთარაძე.✅შეხვედრაზე ისაუბრეს ინფექციური დაავადებისთვის მზადყოფნისა და რეაგირების გეგმის შემუშავებაზე. დამსაქმებლებს, რომელთაც ჯერ არ მიუღიათ სპეციალური ზომები, უნდა შეიმუშაონ ინფექციური დაავადებებისთვის მზადყოფნისა და რეაგირების გეგმა (საგანგებო სიტუაციების გეგმა), რომელიც COVID-19-გან დაცვის ღონისძიებების წარმართვაში დაეხმარება მათ. მნიშვნელოვანია გამოყენებულ იქნეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სახელმძღვანელო მითითებები და განისაზღვროს, თუ როგორ უნდა მოხდეს მათი რეკომენდაციების შესრულება.
✅გაიცა რეკომენდაციები სამუაო ადგილების მიმართ, რომლებიც კლასიფიცირებულია ძალიან მაღალი, საშუალო და დაბალი რისკის მქონედ .
✅ინფიცირების ძალიან მაღალი რისკის შემცველი სამუშაო ადგილებია: კონკრეტული სამედიცინო ან ლაბორატორიული პროცედურების განმახორციელებელი დაწესებულებები.
✅ინფიცირების საშუალო რისკის სამუშაო ადგილები მოიცავს ისეთ სამუშაო ადგილებს, სადაც თანამშრომლებს მოეთხოვებათ ხშირი ან/და მჭიდრო კონტაქტის ქონა (2 მეტრზე ნაკლები) იმ ადამიანებთან, რომლებიც არ წარმოადგენენ COVID-19 -ით დაინფიცირებულ ან დაინფიცირებაზე საეჭვო პაციენტებს. ასეთი ადგილები შეიძლება იყოს სკოლები, მრავალრიცხოვანი/მჭიდრო სამუშაო ადგილები, 8 ასევე ზოგიერთი საცალო ვაჭრობის ცენტრი, სხვა ობიექტები, სადაც ადამიანთა თავშეყრის ადგილებია.
✅ინფიცირების დაბალი რისკის სამუშაო ადგილები ისეთი ადგილებია, სადაც მომუშავეებს არ მოეთხოვებათ COVID-19-ით დაინფიცირებულ, ან ვირუსით დაინფიცირებაზე საეჭვო პირებთან კონტაქტი, და არც ხშირი და ახლო კონტაქტი მოეთხოვებათ ფართო საზოგადოებასთან. ამ კატეგორიას მიკუთვნებულ მომუშავეებს მინიმალური კონტაქტი აქვთ სამუშაო ადგილზე ფართო საზოგადოებასთან ან სხვა თანამშრომლებთან.