ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლისთავი ომის ვეტერანებს მცხეთის მაჟორიტარ-დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ, მცხეთა-მთიანეთის მხარის გუბერნატორმა შალვა კერესელიძემ და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი კაპანაძემ მიულოცეს. მცხეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სამ ვეტერანს ეთერ ქოქოსაძეს , მამა რევაზ წულაძეს და შოთა მახარაშვილს პრემიერ მინისტრის მილოცვასთან ერთად სასურსათე პაკეტები გადაეცათ, ხოლო მუნიციპალიტეტის სახელით ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფულადი თანხა 200 ლარის ოდენობით გადაეცათ. ასევე პატივი მიაგეს და გვირგვინით შეამკეს გმირთა მემორიალი.
„მინდა მადლობა გადაგიხადოთ და მოგილოცოთ ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლისთავი, 9 მაისი თითოეული ჩვენთაგანისთვის იქცა გამარჯვების სიმბოლოდ და ეს თქვენი დამსახურებაა. თქვენ ხართ მაგალითი გმირობის, თვადადების, ერთმანეთისა და სამშობლოს სიყვარულის. ძალიან ახალგაზრდები წახვედით ყველაზე სასტიკ ომში, ყველაზე მძიმე ბრძოლებში იბრძოდით სამშობლოსთვის.
თუ ჩვენ დღეს ვარსებობთ როგორც ერი, დიდწილად სწორედ თქვენი დამსახურებაა, თუკი ვინმეს უნდა მოვეფეროთ დღეს, ეს თქვენ ბრძანდებით. თქვენდამი ღრმაპატივისცემით, მცხეთის მუნიციპალიტეტის სახელით მინდა გადმოგცემთ ფულად ჯილდო 200 ლარის ოდენობით
მინდა გისურვოთ დიდხანს სიცოცხლე, ჯანმრთელობა, მხნეობა და კიდევ მრავალ 9 მაისს ისევ შევხვდეთ ერთმანეთს რათა მოგეფეროთ და ქედი მოვიხარო თქვენს წინაშე.“ - აღნიშნა გიორგი კაპანაძემ თავის მიმართვაში