ჩვენს ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული „ქსნის მინის ტარის კომპანიის“ ინიციატივითა და ორგანიზებით, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, დახმარების სახით პირველადი მოხმარების პროდუქტი და ჰიგიენური საშუალებები გადაეცა.ჰუმანიტარული დახმარების გადაცემასა და დასაწყობებას ადგილზე ესწრებოდნენ მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, მცხეთა მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძე, ასევე, მოადგილეები და მუნიციპალიტეტის თანამშრომლები. ხელმძღვანელმა პირებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოში თურქეთის ელჩს ფატმა სერენსა და ქსნის მინის ტარის კომპანიის გენერალურ დირექტორს თაილან საბანერს. მცხეთის მუნიციპალიტეტის მაშტაბით 700 სოციალური პაკეტის დარიგება, მერის წარმომადგენლებმა ადმინიტრაციულ ერთეულებში უზრუნველყვეს.