ბაღი,რომელიც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ააშენა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისადაა აღჭურვილი და შენობა 2 სართულიმუხრანში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. სგან შედგება. თითოეულ სააღმზრდელო ჯგუფს აქვს სათამაშო ოთახი, საძინებელი, საპირფარეშო, სამრეცხაო, ასევე, კეთილმოეწყო ეზო ატრაქციონებით და შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემო. ბაღი 6 სააღმზრდელო ჯგუფზეა გათვლილი, სადაც180-მდე ბავშვი მიიღებს სკოლამდელ განათლებას. დასაქმდა 44 ადამიანი. გახსნის ცერემონიაზე იმყოფებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, მცხეთა-მთიანეთის მხარის გუბერნატორი შალვა კერესელიძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძე და ა(ა)იპ სკოლამდელი არზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი გოჩა ქავთარაძე, რომლებმაც მუხრანელებს ახალი საბავშვო ბაღის გახსნა და პატარებს სააღმზრდელო წლის დაწყება მიულოცეს. წმინდა გიორგის უბანში არსებული საბავშვო ბაღის შენობის სრული ამორტიზების გამო, მუხრანის მოსახლეობას ბავშვების ტარება ქსნის საბავშვო ბაღში უწევდა. ბაღის, მწყობრიდან გამოსული, ძველი შენობა მთლიანად დაინგრა და მუხრანელი პატარებისთვის სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, შენობა აშენდა. პროექტი, ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 1 600 000 ათას ლარზე მეტია.