მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია ბიწმენდში

მცხეთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. COVID 19-ის პრევენციის მიზნით, სამუშაოები სპეციალისტების რეკომენდაციებისა და უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით მიმდინარეობს.სოფელ ბიწმენდში შიდა საუბნო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ოთარ ჩხეიძემ, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ზედამხედველობის განყოფილების წარმომადგენლებთან ლევან კუდუხაშვილთან, დავით ხუბერაშვილთან და ჯიღაურას ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელ მერაბ მახარაშვილთან ერთად დაათვალიერა.სოფელ ბიწმენდში გზის მოწესრიგება-რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ასფალტის საფარის პირველი ფენის დაგება უკვე დასასრულს უახლოვდება. პროექტის ფარგლებში მოეწყო სანიაღვრე არხები რკინის ცხაურებით და დაიგება ასფალტის მეორე ფენა.
სამუშაოებს მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „მილენიუმ ბილდერს გრუპი“ ასრულებს.
პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018