მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ანტიკრიზისული გეგმის განხილვა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძალისში, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ფერმერებისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანტიკრიზისული გეგმის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ , სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კონსტანტინე ხუცაიძემ, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი კაპანაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ბაქრაძემ აგრარულ სექტორში დასაქმებულ პირებს გეგმით გათვალისწინებული სიკეთეები გააცნეს, რომელიც მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემს სხვადასხვა შეღავათით ისარგებლონ და განავითარონ, ან გააფართოვონ ფერმერული საქმიანობა. შეხვედრას ესწრებოდნენ მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ფოლადაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელი პირები.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018