მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ბოლო ზარი მცხეთის პირველი საჯარო სკოლის კურსდამთავრებულთათვის

მცხეთის პირველი საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის კურსდამთავრებულები სვეტიცხოველში შეიკრიბნენ და პანდემიის პირობებში, სკოლის დამთავრება უჩვეულოდ აღნიშნეს.
სკოლის მოსწავლეები სვეტიცხოვლის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა სერაფიმე ჭედიამ დალოცა, ღვთის სიყვარულისკენ, ურთიერთპატივისცემისკენ მოუწოდა , მათ სახელზე სამადლობელი პარაკლისი გადაიხადა და საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ილია II-ის სახელით სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.
კურსდამთავრებულებს ცხოვრების პირველი ეტაპის დასრულება მიულოცეს, წინსვლა და წარმატებები უსურვეს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი კაპანაძემ, სკოლის დირექტორმა ვერიკო მაჩხანელმა და სკოლის პედაგოგებმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მარინა ზურაბიშვილი, მცხეთის მერიის თანამშრომლები, მშობლები და ახლობლები.
მოსწავლეებმა ტკბილად მოიგონეს სკოლაში გატარებული წლები და მადლობა გადაუხადეს სკოლის პედაგოგებს გაწეული ღვაწლლისთვის.
იყო ავტოგრაფები თეთრ პერანგებზე, ბევრი სიყვარული, სამახსოვარო ფოტოები და ეკლესიის ხმაშეწყობილი ზარები.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018