მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


სოფელ ერედაში კულტურის სახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ერედაში კულტურის სახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომლის სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.COVID 19-ის პრევენციის მიზნით, სამუშაოები სპეციალისტების რეკომენდაციებისა და უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით მიმდინარეობს.
აღნიშნული ობიექტი მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ოთარ ჩხეიძემ მერიის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ზედამხედველობის განყოფილების წარმომადგენელ ლევან კუდუხაშვილთან ერთად მოინახულა და მშენებლებს გაესაუბრა.
პროექტის ფარგლებში ჩატარდა სადემონტაჟო სამუშაოები. გამოიცვალა შენობის და აივნის სახურავი, რომელიც დაიფარა ფერადი თუნუქით. მიმდინარეობს წითელი აგურით ნაშენი კოლონების აღდგენა-რესტავრაცია, კიბეების ბაზალტის ქვით მოპირკეთება და სააქტო დარბაზის გათეთრება.
სოფელ ერედის კულტურის სახლის სამშენებლო სამუშაოებს შპს ,,ჯორჯიან ბილდინგ” ახორციელებს.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018