მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავაზში, შიდა საუბნო გზების მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ოთარ ჩხეიძემ არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობის განყოფილების სპეციალისტებთან და მერის წარმომადგენელთან სოფელ ნავაზში ლაშა თადიაშვილთან ერთად მოინახულა და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები დასასრულს უახლოვდება და მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება განახლებული საგზაო ინფრასტრუქტურით კომფორტულად გადაადგილდეს.სოფელ ნავაზის შიდა საუბნო გზების რეაბილიტაციის სამუშაოები კორონავირუსის პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოსა და ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება. პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა. სამუშაოების ღირებულება დაახლოებით ნახევარ მილიონ ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტში შიდა საუბნო და დასახლებებს შორის დამაკავშირებელი გზების რეაბილიტაცია აქტიურად გრძელდება სხვა სოფლებშიც.