მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ინფრასტრუქტურული სამუშაოები მცხეთის მუნიციპალიტეტში

მცხეთის მუნიციპალიტეტში ისევე, როგორც წინა წლებში, აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლებიც სხვადასხვა ფონდებიდან ფინანსდება.შენდება და რეაბილიტაცია უტარდება საბავშვო ბაღებს, სკოლებს, კულტურულ და სპორტულ ობიექტებს, უმჯობესდება საგზაო და ტურისტული ინფრასტრუქტურა. სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძესმ, გუბერნატორის მოადგილე მანანა ნარიმანიძემ, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი კაპანაძემ და მერის პირველმა მოადგილემ გივი გიუტაშვილმა საგზაო ინფრასტრუქტურის მოასფალტება წინამძღვრიანთკარში, ბიწმენდსა და ზაქაროში ერთად მოინახულეს, ადგილზე არსებულ ვითარებას დეტალურად გაეცნენ და კონტრაქტორი კომპანიის მშენებლებს გაესაუბრნენ.
აღსანიშნავია, რომ გზებისმოასფალტების სამუშაოები აქტიურ ფაზაშია ძალისში, გალავანში, წილკანსა და ნავაზშიც.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018