მცხეთის მუნიციპალიტეტის ავტოპარკს მძიმე და მსუბუქი ტექნიკა, ტვირთამწე და ორი ერთეული პიკაპი გადაეცა.ტექნიკა მუნიციპალიტეტს ევროპული სარდლობის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურმა, მცხეთის მაჟორიტარი-დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის , ასევე მცხეთის მუნიციპალიტეტის ინიციატივითა და მხარდაჭერით, აშშ - ის დეპარტამენტის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში გადასცა.ცერემონიას ესწრებოდნენ, აშშ-ს საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის ორმხრივი ურთიერთობის ოფიცერი მაიორ კვინტინ დოლი, აშშ-ს საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის ჰუმანიტარული დახმარების პროექტის მენეჯერი თამარ რურუა, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, მოადგილე გოჩა ქავთარაძე , მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე, მოადგილე გივი გიუტაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძე, მოადგილე თაზო ფოლოდაშვილი, ა(ა)იპ ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების დირექტორი გია ატაშვილი და მუნიციპალიტეტის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
აღნიშნული პროექტი აშშ - ის ევროპული სარდლობის იმ ძალისხმევის ნაწილია, რომელიც საქართველოს მხარდაჭერას საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნის შესაძლებლობების ამაღლებით, მათ შორის აუცილებელი აღჭურვილობის გადაცემითა და სპეციალური წვრთნებით ითვალისწინებს.