სოფელ საგურამოში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია დასრულდა, რომელიც მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ოთარ ჩხეიძემ არქიტექტურულ საქმიანობაზე და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ზედამხედველობის განყოფილების წარმომადგენელ ლევან კუდუხაშვილთან ერთად დაათვალიერა.პროექტის ფარგლებში გზის 600 მ-იან მონაკვეთზე ასფალტის საფარი დაიგო.სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მცხეთის მერიის კონტრაქტორმა კომპანია შპს ,,დინ გრუპი“ განახორციელა.