მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


აგროწარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა

✅ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ფერმერებისთვის გათვალისწინებული დახმარების პროგრამების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
✅ პროგრამა 20 მაისს დაიწყო და ფერმერების „პირდაპირ დახმარებას“ ითვალისწინებს. სუბსიდიის მისაღებად საჭიროა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საკუთრებაში ჰქონდეთ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მინიმუმ 2 500 კვ.მ მიწის ნაკვეთი. პროგრამის ბიუჯეტი 37 მილიონი ლარია.
პროგრამის ფარგლებში დიზელის საწვავის შეღავათიან ფასად შეძენას შეძლებენ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 0,25-დან 100 ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთის მფლობელი ფიზიკური და იურიდიული პირები.
საწვავის ლიმიტი 1 ჰექტარზე 150 ლიტრის ოდენობით განისაზღვრა. პროგრამის ბენეფიციარები აგროტექნიკური სამუშაოებისთვის საჭირო დიზელის საწვავს, ბაზარზე არსებულთან შედარებით, მნიშვნელოვნად დაბალ ფასად იყიდიან.
✅პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს პირველადი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ზრდას, რაც, თავის მხრივ, სასურსათო უზრუნველყოფასა და პროდუქციის თვითღირებულებაზე დადებითად აისახება.
პროგრამა ასევე, ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო საქონლისა და ხვნის მომსახურების ღირებულების სუბსიდირებას. პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდიის მისაღებად საჭიროა, ფიზიკურ და იურიდიული პირებს საკუთრებაში ჰქონდეთ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა. სუბსიდიის მოცულობა 1 ჰექტარ მიწაზე განისაზღვრა 200 ლარით (აგრობარათზე დარიცხული 200 ქულით). პროგრამა დაიწყება 2020 წლის 20 მაისიდან.
• 0.25 ჰა-დან 1.25 ჰა-მდე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შეეძლება ბარათზე დარიცხული ქულები გამოიყენოს შემდეგი საქონლის შესაძენად: სასუქები და მცენარეთა დაცვის ქიმიური/ბიოლოგიური საშუალებები; მცენარეთა მოვლის ქიმიური/ბიოლოგიური საშუალებები; სათესლე და სარგავი მასალები.
• 1.25 ჰა-დან 10 ჰა-მდე და მეტი ფართობის მიწის მესაკუთრეებს კი, ქულების გამოყენების შესაძლებლობა ექნებათ როგორც ზემოაღნიშნული სასოფლო-სამეურნეო საქონლის, ასევე, ხვნის მომსახურების შესაძენად.
მათ, ვისაც არ აქვთ აგრობარათები და ეკუთვნით სუბსიდია, უნდა მიმართონ „ლიბერთი ბანკს“, სადაც ასეთ ბარათს უსასყიდლოდ დაუმზადებენ.
✅რაც შეეხება საწვავს – მცხეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ფერმერმა უნდა მიმართოს სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის რეგიონალურ სამსახურს ( მის: ქალაქი მცხეთა. აღმაშენებლისმ 73) და მცხეთის მერიის ეკონომიკის სამსახურის სოფლის მეურნეობის განვითარების განყოფილებას ( მის: ქალაქი მცხეთა. ანტიოქიის 7), სადაც მას მისცემენ ფასდაკლების ტალონს. ფასდაკლების ტალონით ნებისმიერ პიროვნებას შეუძლია შეიძინოს დიზელი შესაბამის ბენზინგასამართ სადგურზე.
➡ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ ფარგლებში შემუშავებული პროგრამები იხილეთ ბმულზე: www.arda.gov.ge
#StopCoV
#ზრუნვასოფელზე

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018