მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


დავასუფთაოთ საქართველო


15 სექტემბერს,„მსოფლიო დასუფთავების დღე“-ს, რომელიც მიმართულია მყარი ნარჩენების პრობლემასთან ბრძოლისაკენ,  მცხეთის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა. მცხეთის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია მცხეთა - შიომღვიმის გზის ( წმინდა დემეტრეს ტაძართან) და ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა. აღნიშნული ტერიტორიები მყარი ნარჩენებისგან გაიწმინდა. აქციაში მონაწილეობა მცხეთის მუნიციპალიტეტრის მერის მოადგილემ ოთარ ჩხაიძემ, მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ-ების 50-მდე თანამშრომელმა მიიღო.

პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაცია კონსორციუმის: „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები“, „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“ და საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ ორქისი“-ს მიერ, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან, ასევე, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით.

ამ მოძრაობას უერთდება საერთაშორისო კამპანია “დავასუფთაოთ მსოფლიო“, რომელიც დაფუძნებულია 1993 წელს, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში და რომლის მონაწილეც არის საქართველო.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018