მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


გზების რეაბილიტაცია წილკნის ადმინისტრაციულ ერთეულში

სოფელ ერედაში და წილკნის დევნილთა დასახლებაში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია დასრულდა, რომელიც მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ოთარ ჩხეიძემ, არქიტექტურულ საქმიანობაზე და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ზედამხედველობის განყოფილების წარმომადგენელ ლევან კუდუხაშვილთან და სოფელ წილკნის დეპუტატ თედო კახუაშვილთან ერთად დაათვალიერა.მერის მოადგილემ მშენებლებთან ერთად მოსახლეობას გზის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა და სოფელში არსებული პრობლემების შესახებ მოისმინა.სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მცხეთის მერიის კონტრაქტორმა კომპანია შპს ,,მილენიუმ ბილდერს გრუპ“ განახორციელა.
ასევე, სოფელ წილკანში სკოლისა და საბავშვო ბაღის დამაკავშირებელი 2 კილომეტრიანი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს .
სამუშაოებს რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს ,,დაჩი“ ახორციელებს.

ფოტოები ვრცლად


© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018