ჩარდახის ტერიტორიაზე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, შპს „თუში ქოლექშნ“ გეგმავს ლოჯისტიკური-საოფისე ცენტრის და სასწყობე მეურნეობის (ურბანული განვითარების პროექტი) მშენებლობასა და ექსპლუატაციას. პროექტის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება 2020 წელის 24 ივნისს 12:00 საათზე სოფელ ჩარდახში.ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან და სხვადასხვა შეზღუდვებიდან გამომდინარე სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებით საჯარო განხილვა გაიმართება სოფ. ჩარდახის ბაგა-ბაღის შენობის ეზოში, ღია სივრცეში. საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს. დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2020 წლის 25 ივნისამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge.სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის შესახებ ინფორმაცია, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, განთავსებულია სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (იხ. ლინკი - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/25686).