მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


წიგნის ბუდე


 

 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციატივითა და მცხეთის მერიის ხელშეწყობით, მცხეთის ცენტრალურ მოედანზე სკვერის სამკითხველო გაიხსნა. გახსნის ცერემონიალზე წიგნის ბუდე, რომელიც სკვერში განთავსდა ეროვნულმა ბიბლიოთეკამ წიგნებით მოამარაგა. გამოცემები ნებისმიერი ასაკის მკითხველისთვის იქნება საინტერესო - როგორც უფროსი ასევე, პატარა მკითხველისთვის. პროექტის მიზანია ბეჭდური წიგნის პოპულარიზაცია. გავხადოთ იგი უფრო ხელმისაწვდომი მკითხველისთვის და შევმატოთ მცხეთას კიდევ ერთი პატარა ლამაზი სამკითხველო კუთხე. 

 წიგნის ბუდის კარი ყოველთვის ღიაა ნებისმიერ მკითხველს შეუძლია აიღოს წიგნი, წაიკითხოს, ისიამოვნოს, გაუფრთხილდეს და აუცილებლად დააბრუნოს უკან. ასევე, შეუძლლია ბოლო გვერდზე თავისი შთაბეჭდილებები გაუზიოაროს მომდევნო მომხმარებელს. 

 ღონისძიებას ესწრებოდნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მარინა ზურაბიშვილი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი, მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის დირექტორი შორენა არჯევანიძე, ბიბლიოთეკარები და მერიის თანამშრომლები.

ფოტოები ვრცლად


© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018