მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


აღდგომლიანთკარში საბავშვო ბაღი და სკვერი შენდება

 მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აღდგომლიანთკარში საბავშვო ბაღის მშენებლობა და დასასვენებელი სკვერის მოწყობა მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოები მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ოთარ ჩხეიძემ არქიტექტურულ საქმიანობაზე და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ზედამხედველობის განყოფილების წარმომადგენელ ლევან კუდუხაშვილთან ერთად მოინახულა. აღდგომლიანკარში სკვერის მშენებლობა სოფლის პროგრამით გამოყოფილი თანხებით მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში პარკში საბავშვო კუთხე, დასასვენებელი ადგილი და სპორტული მოედანი მოეწყობა. დაიგება კაუჩუკის საფარი, დამონტაჟდება სკამები, დაიდგმება ურნები და რკინის კონსტრუქციით შემოიღობება. მისი დასრულების შემდეგ სოფელს ერთი ლამაზი ადგილი შეემატება. მალე ადგილობრივი მოსახლეობა ასევე, უზრუნველყოფილი იქნება ახალი კომფორტული საბავშვო ბაღის შენობით. სამშენებლო სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება. საბავშვო ბაღი 50 აღსაზრდელზეა გათვლილი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვება, სადაც მომავალი თაობის ღირსეული აღზრდისთვის ყველა პირობა იქნება შექმნილი.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018