მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


შეხვედრა მშენებლებთან და პროექტანტებთან

 

 17 ივნისს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გივი გიუტაშვილმა და მერის მოადგილემ ოთარ ჩხეიძემ, მუნიციპალიტეტში 2020 წელს მიმდინარე და განსახორციელებელ პროექტების თაობაზე სამუშაო შეხვედრა გამართეს მშენებლებთან და პროექტანტებთან. შეხვედრას ესწრებოდა შპს ,,მშენ-ექსპერტის“ ტექნიკური მენეჯერი დათო გიორგობიანი, მერიის ზედამხედველობისა და სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქრურის სამსახურების თანამშრომლებთან ერთად.
განხილულ იქნა მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში რეგიონული განვითარების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტიდან და ,,სოფლის პროგრამის“ ფარგებში ფინანსდება. მშენებლებთან და პროექტანტებთან ერთად ისაუბრეს მშენებლობებზე არსებული პრობლემური საკითხების აღმოფხვრაზე და გადაჭრის გზებზე.
შეხვედრები ყოველ კვირას იმართება და მიზნად ისახავს დაგეგმილი სამუშაოების დეტალურ განხილვას, მათ დროულ და ხარისხიანად შესრულებას. ასევე, აღინიშნება სარგებელი, რომელსაც პროექტების განხორციელების შედეგად ადგილობრივი მოსახლეობა იღებს.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018