დღეს, 25 ივნისს, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძის, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი კაპანაძის ინიციატივითა და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, მცხეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით, სურსათის კალათები მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ყველა საბავშვო ბაღში, სულ 25 საბავშვო ბაღი, 2046 აღსაზრდელს გადაეცათ. .პროცესს ადგილზე ა(ა)იპ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი მაია თელია გაეცნო, მათ თანამშრომლებს და მოხალისეებს მადლობა გადაუხა და აღნიშნა, რომ პროცესი სპეციალისტების რეკომენდაციებისა და უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით მიმდინარეობს. ქვეყანაში კორონა ვირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო სააღმზრდელო პროცესი მცხეთის საბავშვო ბაღებში 2 მარტიდან შეჩერებულია. მერის გადაწყვეტილებით, პროდუქტი, რომელიც საბავშვო ბაღებში ბავშვთა კვებისთვის იყო გათვალისწინებული, აღსაზრდელების მშობლებს გადაეცათ.