მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მდგრადი ენერგეტიკის დღეები მცხეთის მუნიციპალიტეტში

ევროკვშირი ყოველწლიურად მდგრადი ენერგიის კვირეულს აღნიშნავს, წელს ერთი გამონაკლისით, რადგან მსოფლიო პანდემიის გავლენის ქვეშ მოქცეული სამყარო მდგრადი ენერგეტიკის დღეებს ონლაინ რეჟიმში აღნიშნავს, მცხეთის მუნიციპალიტეტი როგორც მერების შეთანხმების ხელმომწერი მუნიციპალიტეტი შეუერთდა მარათონს და მაქსიმალურად ყველა წესის დაცვით აღინიშნა მდგრადი ენერგეტიკის დღეები. კვირეული ონლაინ ფოტო - გამოფენამ გახსნა, ვიდეორგოლი რომელიც სპეციალურად მდგრადი ენერგეტიკის დღეების აღსანიშნავად დამზადდა, დამთვალიერებელს ონლაინ რეჟიმში შეეძლო ეხილა. ფოტო -გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა დროს გადაღებული მცხეთის ფოტოები. ესტაფეტა მცხეთის მუნიციპალიტეტის ნიჩბოსნობის აკადემიის აღსაზრდელებმა განაგრძეს და მდგრადი ენერგეტიკის დღეების ფარგლებში შეჯიბრი გამართეს, რადგან ნიჩბოსნობა ამ ეტაპზე ყველაზე უსაფრთხო და დისტანციურ სპორტად ითვლება. ღონისძიებას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბატონი ოთარ ჩხეიძე ესწრებოდა. საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა ონლაინ კონფერენცია, რომლის მთავარი სპიკერები გახლდნენ: საქართველოს ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი, EEჩ Gეორგია დირექტორი გიორგი აბულაშვილი და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მარინა ზურაბიშვილი. კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ მეზობელი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები. მთავარი თემა გახლდათ - "მსოფლიო პანდემიის გავლენა სამყაროზე და მდგრადი ენერგეტიკის მნიშვნელობა" "ქალის როლი კლიმატის ცვლილებისა და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით", მიმდინარე დისკუსია საკმაოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, კონფერენციის დასასრულს მონაწილეებმა შეაჯამეს შეხვედრა და შემდგომი სამომავლო გეგმაც შეიმუშავეს. მდგრადი ენერგეტიკის დღეები მცხეთის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ერთობლივი პროექტით " კითხვის საათი" დასრულდა. მონაწილეობას ღებულობდნენ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მარინა ზურაბიშვილი, ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი, ბიბლიოთეკარები, მერიის თანამშრომლები და დამსწერე საზოგადოება ვისაც ჯერ კიდევ კითხვა წიგნის ფურცლიდან ურჩევნია.ღონისძიების მთავარი გზავნილი გახლდათ მოწოდება წიგნის კითხვისა, შესაბამისად ელექტრო ენერგიის დაზოგვა. მდგრადი ენერგეტიკის დღეები მცხეთის მუნიციპალიტეტში ყოველწლიურად აღინიშნება, იმედს ვიტოვებთ მომავალ წელს პანდემია წარსულს ჩაბარდება და ღონისძიებებს ჩვეულად ავღნიშნავთ.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018