მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


"ბიწმენდობა"

15 სექტემბერს, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიწმენდში, დღესასწაული ,,ბიწმენდობა“ წელს მესამედ ჩატარდა. დღესასწაულზე, რომელსაც საფუძველი 2013 წელს ჩაეყარა, ქართულ ჭიდაობაში ერთმანეთს ტოლს არ უდებდნენ ადგილობრივი თუ რეგიონის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ფალავნები და ახალბედა მოჭიდავეები. 2018 წლის ,,ბიწმენდობა“ ათ წონით კატეგორიაში ჩატარდა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა და დაფინანსებით, სადაც მთავარი პრიზი ჭედილა მცხეთელმა თორნიკე ნაგლიაშვილმა მოიპოვა. დანარჩენი გამარჯვებულები კი მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვნენ.
დღესასწაულს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, ვეტერანი და მოქმედი სპორტსმენები, ასევე, მრავალი სტუმარი ესწრებოდა.

  

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018