მცხეთის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცისა და სპორტული აქტივობების მიზნით.წეროვნის ადმინისტრაციულ ერთეულში სპორტული მოედნების სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით კონტრაქტორი კომპანია შპს ,,ვექტორი“ ახორციელებს.პროექტის გათვალისწინებით, სოფელში არსებულ სპორტულ მოედანზე დასრულდა დაზიანებული ლითონის ბადის დემონტაჟი და შემოიღობა რკინის კონსტრუქციით.
წეროვნის ინსტიტუტის დასახლების სპორტულ მოედანზეც უკვე მოწყობილია არმირებული ბეტონის საფარი, მიმდინარეობს შემოღობვითი სამუშაოები მილკვადრატებით და იზოლირებული მავთულბადით. შემდეგ, მოხდება ხელოვნური საფარის დაგება, პანდუსისა და ტრიბუნის მოწყობა. გათვალისწინებულია განათების, ფეხბურთის კარებისა და კალათბურთის ფარების მოწყობა.
სპორტული მოედნების სარეაბილიტაციო სამუშაოების პარალელურად, სოფლის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხით სოფელ წეროვანში სკვერის მოწყობაც მიმდინარეობს. ადგილი უკვე მოსწორებულია და შემოღობვითი სამუშაოები მალე დაიწყება. აღნიშნულ სამუშაოს შპს ,,ბილდერ გრუპი“ ახორციელებს სახელშეკრულებო თანხით 19 417 ლარი.
2020 წელს მცხეთის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის სხვა მშენებლობებიც განხორციელდება.