მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ქსოვრისი 24-საათიან წყალმომარაგებაზე გადავიდა

საქართველოს რეგიონებში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს, - ამის შესახხებ ნათქვამია გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციაში.

კომპანიის განცხადებით, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისში წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია დაასრულა, სადაც მოძველებული ინფრასტრუქტურისა და წყლის დებეტის სიმცირის გამო, მოსახლეობას წყალმომარაგების მხრივ პრობლემები ჰქონდა.

სამუშაოების ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა წყლის სისტემას, ასევე აღდგა 160 მლ პოლიეთილენის მილი და მოეწყო ახალი სადრენაჟო სისტემა.

სამუშაოების შედეგად სოფელში არსებული წყლის დებიტის რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა და ქსოვრისის მოსახლეობა, 24-საათინი, ხარისხიანი, წყალმომარაგებით უკვე სარგებლობს.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018