მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ნავდარაანკარის ახალი სპორტული მოედანი

მცხეთის მუნიციპალიტეტში რამდენიმე წელია აქტიურად მიმდინარეობს სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოები. მათგან ერთ-ერთი ნავდარაანთკარის სპორტული მოედანია.ნავდარაანთკარში ახალ, ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის მშენებლობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით კონტრაქტორმა კომპანიამ შპს ,,კომფორტი 2005“-მ განახორციელა.პროექტის გათვალისწინებით, მოეწყო არმირებული ბეტონის საფარი, განხორციელდა შემოსაღობი სამუშაოები მილკვადრატებით და იზოლირებული მავთულბადით, დაეგო ხელოვნური საფარი, გაკეთდა განათება, დამონტაჟდა ფეხბურთის კარები და კალათბურთის ფარები.
აღნიშნული პროექტის განხორციელება სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციასა და სპორტული აქტივობების ამაღლებას ისახავს მიზნად.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018