მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


უსაფრთხო გარემო, ჯანმრთელი მომავლი

მცხეთის ცენტრალურ პარკში, მცხეთის მაჟორიტარი- დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივითა და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, "საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის" პროექტის ფარგლებში "უსაფრთხო გარემო - ჯანმრთელი მომავალი" კერძო სექტორთან შეხვედრა გამართა.შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს წამყვანი ექიმების მხარდაჭერით ექიმებმა და ჟურნალისტებმა შექმნეს არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაცია“, რომელიც იწყებს აქტიურ საინფორმაციო კამპანიას სახელწოდებით „უსაფრთხო გარემო, ჯანმრთელი მომავალი“. საინფომაციო კამპანიის ფარგლებში ორგანიზაციის წევრი ჟურნალისტები აქტიურად გააშუქებენ ყველა იმ დაავადებას, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას შეიძლება განვითარდეს!ორგანიზაციის წვერები და მხარდამჭერები არიან: ინფექციური საავადმყოფო, ტუბერკულიოზის ეროვნული ცენტრი, საქართველოს ეპიდემიოლოგთა ასოციაცია, გარემოს ჯანმრთელობის ასოციაცია და სხვა ამ მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციები და მედიკოსები.

შეხვედრას ესწრებოდნენ : მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე, მერის მოადგილე მარინა ზურაბიშვილი, მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე.
შეხვედრის მთავარი თემა გახლდათ კარანტინის შემდგომ, წელიწადის ყველაზე ცხელ პერიოდში, როდესაც განსაკუთრებით ბავშვების იმუნიტეტი მკვეთრად არის დასუსტებული, თავს იჩენს მთელი რიგი დაავადებები, რომელიც ჩვენს თანამოქალაქეებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, რესტორნებში, სალონებში, გასართობ ცენტრებში, პარკებსა თუ სკვერებში უქმნის საფრთხეს. როგორ დავიცვათ თავი და რა პრევენცია უნდა გავატაროთ ინფექციების წინააღმდეგ, განხილვა დიალოგის რეჟიმში მიმდინარეობდა.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები, ასევე განიხილეს შემდგომი თანამშრომლობა და არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018