მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


სვეტიცხოვლობა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 13 ივლისს, 12 მოციქულის ხსენებას - სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია მიმდინარეობს. წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე მღვდელმთავრებთან ერთად ატარებს. მსახურების ბოლოს პატრიარქი მრევლს ქადაგებით მიმართავს და დღევანდელ დღეს მიულოცავს.

დღეს ეკლესია წმინდა მოციქულებს: პეტრესa და მის ძმას ანდრიას, იაკობსა და მის ძმას იოანეს, ფილიპეს, ბართლომეს, თომას, მათეს, იაკობ ალფესს, იუდა იაკობისას (თადეოზისა), სიმონ მოშურნეს და მატათას იხსენიებს.

სვეტიცხოვლობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია „კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისას“ აღნიშნავს.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018