მცხეთის მუნიციპალიტეტში, იტალიური კალიის საწინააღმდეგოდ შეწამვლითი ღონისძიებები მიმდინარეობს. სპეციალიზებულმა ტექნიკამ სოფელ წეროვანში, ძველ ქანდაში, ნიჩბისსა და ძალისში შეწამვლითი სამუშაოები უკვე განახორციელა და დღეისათვის უკვე 2 649 ჰექტარი ფართობია დამუშავებული.სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, წინა წლებთან შედარებით წელს კალიების გავრცელების მაჩვენებელი უფრო მეტია, რაც კლიმატური პირობებითაა გამოწვეული.სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები ხელს უწყობს მწვანე საფარის შენარჩუნებას, სასოფლო-სამურნეო კულტურების დაცვას და ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილებას.