15 სექტემბერს, მუხრანის საფეხბურთო მოედანზე, სამოყვარულო ფეხბურთის მე-8 ტურის თამაშები გაიმართა, სადაც მცხეთის გუნდმა, რომლის შემადგენლობაში არიან მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს და ა(ა)-იპების თანამშრომლები, დუშეთის ,,ბულაჩაურს“ უმასპინძლა და ანგარიშით 6:4 სძლია, ხოლო დუშეთში ,,ლისილაიოსმა“ დაძაბულ ორთაბრძოლაში დუშეთის ,,ჟინვალთან“ 1:0 გაიმარჯვა. აღნიშნულ საფეხბურთო შეხვედრებში მცხეთის გუნდიდან მოწინააღმდეგის კარში ბურთი გაიტანეს ლევან ჩუგოშვილმა -2 ბურთი, ბესიკ ოსიშვილმა -2 ბურთი, გიორგი ბაზუაშვილმა, იაგო კაპანაძემ. ,,ჟინვალის“ კარიში კი გოლი ვეტერანმა ფეხბურთელმა ლევან ჩხაიძემ გაიტანა. რეგიონული ტურნირის ორი ტურის შეხვედრის დასრულების მერე პირველ ადგილზე გასული გუნდი ზონალურ პირველობაზე მიიღებს მონაწილეობას, ხოლო მეორე გუნდი ფლეიოფით გამოვლინდება. „მოყვარულთა თასი 2018“ის რეგიონალური ეტაპი საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის ეგიდით და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების ხელშეწყობით მიმდინარეობს.