სოფელ ქსოვრისში, აქტიურად მიმდინარეობს იმფრასტრუქრურული სამუშაოები, რომლებიც სხვადასხვა ფონდებიდან ფინანსდება.
სოფლის ცენტრში ახალი თანამედროვე სტანდარტებით კეთილმოწყობილი სამედიცინო ამბულატორია შენდება. მას ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით შპს ,,ვექტორი“ აშენებს.
დასრულებულია სოფლის სასაფლაომდე მისასვლელი გზის ერთ კილომეტრამდე მონაკვეთის მოასფალტება რეგიონული განვითარების ფონდიდან გადმორიცხული თანხით.
პროექტი შპს ,,საგზაო 7“- მ შეასრულა. სახელშეკრულებო თანხამ 297 992 ლარი შეადგინა.
ქსოვრისში გზის პირებზე, სხვადასხვა ადგილებში, მოეწყო მგზავრთა მოსაცდელებიც, რომელიც დასრულების ეტაპზეა. სამუშაოებს ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მცხეთის კონტრაქტორი ი/მ ნინო რევაზიშვილი ასრულებს.
კეთილმოწყობის სამუშაოები, რომლებიც სოფლებში ინფრასტრუქტურის განახლებასა და კეთილმოწყობას ითვალისწინებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სამოცდაოთხივე სოფელში მიმდინარეობს.