გოროვანში, ცენტრალური მაგისტრალიდან სოფელში მისასვლელ გზაზე, გარე განათბის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. სამუშაოები ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა. პროგრამით სოფლისთვის (სულადობის მიხედვით) გამოყოფილმა თანხამ 16000 ლარი შეადგინა და ადგილობრივი მოსახლეობის მიერ აღნიშნული პროექტი პრიორიტეტულად დასახელდა. სამუშაოები მცხეთის მერიის კონტრაქტორმა ი/მ ნინო რევაზიშვილმა შეასრულა, რომლის სახელშეკრულებო თანხამ 15 533 ლარი შეადგინა. ფოტოები ვრცლად