მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ილიაობა საგურამოში

ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში „ილიაობის“ დღესასწაული აღინიშნა. მეშვიდე წელია მუზეუმში ეს დღე განახლებული ფორმატით აღინიშნება. ყოველი წლის 2 აგვისტოს, ილიას სახლის მასპინძლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული სტუმრები ხდებიან, ნიშნად იმისა რომ ილია ჭავჭავაძე ერთიანი საქართველოს სიმბოლოა და მისი სახლი სრულიად საქართელოს სახლია. რეგიონები თავიანთი მხარის ფოლკლორს, მხატვრობას, თეატრს და პოეზიას წარადგენენ. აჭარის, სამეგრელოს, აფხაზეთის იმერეთის, გურიის და სვანეთის შემდეგ , ილიაობის მასპინძელი წელს რაჭა-ლეჩხუმის მხარე გახლდათ.სტუმრები საზოგადოების წინასე საინტერესო კულტურული პროგრამით წარსდგნენ.ღონისძიებას ესწრებოდნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე, მერის მოადგილეები გივი გიუტაშვილი, ოთარ ჩხეიძე,მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე, მცხეთის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძე, ასევე მწერლები და საზოგადო მოღვაწეები.

„ჩემთვის დიდი პატივია მოგილოცოთ დღევანდელი დღე! დღევანდელ დღესასწაულს უდიდესი მნიშვნელობა აქვს თითოეული ჩვენთაგანისათვის.ხსენება წმიდისა ილია თეზბიტელისა. წმიდა ილია წინასწარმეტყველი იყო დიდი მცველი და მფარველი ჭეშმარიტი სარწმუნოებისა. მაქვს პატივი დღევანდელი დღე ასევე მივულოცო ჩვენს პატრიარქს, რადგან მისი ანგელოზის ხსენების დღე გახლავთ. მოგეხსენებათ ქართულმა მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ ილია ჭავჭავაძე წმინდანად შერაცხა და მას წმინდა ილია მართალი უწოდა. მართლმადიდებლური ეკლესია ილია ჭავჭავაძის ხსენების დღესაც აღნიშნავს.
სიმბოლურია ის ფაქტი, რომ დღევანდელ დღესასწაულს საგურამოში ავღნიშნავთ, სწორედ საგურამოს მამულებში უამრავი ადამიანი მოდიოდა ილია ჭავჭავაძესთან, რათა ანგელოზის დღე მოელოცათ მისთვის.
მოხარული ვარ, რომ შევინარჩუნეთ და დღემდე მოვიტანეთ დღევანდელი დღესასწაულის აღნიშვნის ტრადიცია. ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი გახლავთ ინიციატორი და სულის ჩამდგმელი, რათა „ილიაობა“ ყოველ წელს, 2 აგვისტოს განახლებული ფორმატით საზეიმოდ ავღნიშნოთ. წელს ილიას მუზეუმი სქართველოს რეგიონს , რაჭა-ლეჩხუმს მასპინძლობს.“ - აღნიშნა მისასალმებელ სიტყვაში მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი კაპანაძემ

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018