7 აგვისტოდან, ააიპ 7x7 ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებითა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის მხარდაჭერით იწყება საფეხბურთო ტურნირი ,,MASTER LEAGUE-ს“ ჩემპიონატი. ჩემპიონატი გაიმართება მთელი ქვეყნის მაშტაბით და მასში მონაწილეობას მნიიღებს დაახლოებით 500 გუნდი.
2020 წლის 7 აგვისტოდან, აღნიშნული ჩემპიონატის მუნიციპალური ტური ჩატარდება მცხეთის მუნიციპალიტეტში, რომელსაც ორგანიზებას გაუწევენ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება და აიპ მცხეთის საფეხბურთო სკოლა. მუნიციპალიტეტში უნდა ჩამოყალიბდეს შესაბამისი ლიგა. ქვეჯგუფში გამარჯვებული გუნდი მონაწილეობას მიიღებს საკუთარი რეგიონის პირველობაზე, რომელ ოლიმპიური სისტემით გაიმართება. რეგიონის გამარჯვებული გუნდი კი საქართველოს სხვა რეგიონების ჩემპიონებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს MASTER GUP-ის ფინალურ ეტაპზე.
ტურნირის გამარჯვებული გუნდი მიიღებს 10000 ლარს, მეორე ადგილზე გასული გუნდი დაეუფლება 5000 ლარს, ხოლო მესამე ადგილზე 3000 ლარს.
ზემოაღნიშნულის გარდა, თითოეული რეგიონის ჩემპიონი ფინალურ ეტაპზე გასვლამდე მიიღებს 1000 ლარის ფულად ჯილდოს.
ჩემპიონატში მონაწილეობის მსურველმა გუნდებმა შევსებული განაცხადები უნდა წარმოადგინონ 2020 წლის 10 აგვისტომდე მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილებაში ტელ: 2 51 26 70 ; 577 60 70 95 თამაზ გრძელიშვილი.