მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


წეროვანში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები

 წეროვნის ადმინისტრაციაში შემავალ სოფლებში, 2020 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რომლებიც სხვადასხვა ფონდებიდან გამოყოფილი თანხებით ფინანსდება.ადმინისტრაციული ერთეულისთვის, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს, სულ 62 000 ლარი გამოიყო. მოსახლეობასთან კონსულტაციების შედეგად, წეროვანში, ჩარდახში, გოროვანსა და სხალტბაში გამართულ სოფლის კრებებზე, გამოვლინდა პრიორიტეტული პროექტები, რომელთა განხორციელება შესაძლებელი იქნებოდა აღნიშნული სოფლებისთვის გამოყოფილი თანხების შესაბამისად.წეროვანში - მიმდინარეობს სკვერის მოწყობა.
ჩარდახში - საქონლის დასარწყულებელი ადგილის შემოღობვის; სკოლის ეზოს კეთილმოწყობისა და ჭიშკრის შეცვლის სამუშაოები.
გოროვანში - მოეწყო გარე განათება.
სხალტბაში - გოროვნიდან სხალტბაში მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
რეგიონული განვითარების ფონდიდან ეკონომიებით, წინა წლებში დარჩენილი თანხებით, ფინანსდება სასმელი წყლის სისტემა წეროვანში, რომელიც მოსახლეობის გაუმჯობესებულ წყალმომარაგებას უზრუნველყოფს. სამუშაოებს შპს ,,სერვისი“ ასრულებს სახელშეკრულებლო თანხით 193 383 ლარად.
ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით, ახალგაზრდებისთვის, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის მიზნით, აქტიურად მიმდინარეობს წეროვნის ინსტიტუტის დასახლებისა და სოფელ წეროვანში არსებული სპორტული მოედნების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები. სამუშაოებს მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანიები შპს ,,ბილდერ გრუპი“ და შპს ,,ვექტორი“ ახორციელებენ.
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში, მიმდიმარე წელს დაგეგმილი ყველა პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს და მათ შესახებ ინფორმაციას ეტაპობრივად შემოგთავაზებთ მცხეთის მერიის საინფორმაციო გვერდებზე.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018